ტყიბულში მეორე მუშა გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

ტყიბულში მაშველებმა მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშა გარდაცვლილი იპოვეს.

მიწის ქვეშ მოყოლილი კიდევ ერთი მუშა მაშველებმა რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს, ის ახლა კლინიკაშია გადაყვანილი.

პროფკავშირის გაერთიანების ცნობით, შემთხვევა ტყიბულში კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში მოხდა, რა დროსაც ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი მეშახტე მოიყოლა.

მათივე ცნობით, ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ქონდათ აკრძალული, რადგან ისინი საერთოდ ვერ პასუხობდნენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.

როგორც „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.