ტყიბულში მკვლელობა მოხდა

პუბლიკა

ტყიბულში მკვლელობა მოხდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლეს, როცა მანქანით გაადადგილდებოდა.