ტყიბულში ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა. „მთავარი არხის” ინფორმაციით, მასაში სავარაუდოდ, 2 ადამიანია მოყოლილი.
მსგავსს ცნობას ავრცელებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი”. როგორც ისინი წერენ, ადგილზე მყოფებმა აცნობეს, რომ შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მათივე თქმით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ხმა ისმის, რომელიც შველას ითხოვს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, მაშველები მიწის ჩამოშლის შედეგად მიწის ქვეშ მოყოლილ ორ პირს ეძებენ.
„პუბლიკა” ცდილობს დეტალების გარკვევას. გამოცემა დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
განახლება: