ტყის და მინდვრის ხანძრების რისკის გამო კახეთში მობილიზებას ვაძლიერებთ - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკის გამო, კახეთის რეგიონში მობილიზებას აძლიერებს. განცხადება უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მათი ცნობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მოკიდებული ცეცხლის გავრცელების შესაძლო შემთხვევების აღსაკვეთად და დროულად სალიკვიდაციოდ, სოფლებში ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების პატრულირება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, მოსავლის აღების პროცესში გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ხანძრის გაჩენის საფრთხე.