ტყუილის ტირაჟირება ხდება ხოლმე ტელევიზიებიდან და ესეც ძალადობის ფორმაა - ხუნდაძე სანაიას საქმეზე

პუბლიკა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ის გმობს სანაიზე ძალადობის ფაქტს, თუმცა ამბობს, რომ ტელევიზიები ხშირად ტყუილებს ტირაჟირებენ და ესეც ძალადობის ფორმაა.

„ნებისმიერი ძალადობა , თუნდაც მცირედი არის მიურებელი ვინაიდან, მცირედი ძალადობა შემდეგ წარმოშობს დიდ ძალადობას. მოდით ვიყოთ ობიექტურები, ზოგჯერ და არც ისე იშვიათად ტყუილის ტირაჟირება ხდება ხოლმე ტელევიზიებიდან კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ზოგჯერ ეს კონკრეტული პიროვნებები არიან პოლიტიკოსები, ზოგჯერ ჟუნრალისტები, ან რიგითი მოქალაქეები. ტყუილიც არის ერთ-ერთი ძალადობის ფორმა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანს, ვახო სანაიას თავს დაეხნენ. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

ვახო სანაიამ ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამივე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. მათ ვახო სანაია ამოიცნეს, როცა მან ჩამოიწია პირბადე, აგრესიის მიზეზი კი მისი პროფესიული საქმიანობა იყო, რადგან თავდამსხმელები იგინებოდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით.