2-წლიანი პაუზის შემდეგ Tbilisi Open Air-ის გამართვა დაანონსდა, – ამის შესახებ განცხადება ფესტივალის ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსდა. ორგანიზატორთა თქმით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება.
„უახლოეს დღეებში დავაანონსებთ Tbilisi Open Air 2022-ს. გვსურს, უკრაინელთა დახმარების უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანოთ. სწორედ ამიტომ:
წლევანდელ ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში.
შევქმნით სპეციალურ მერჩს უკრაინის თემატიკაზე, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება იმავე ფონდში.
შევქმნით სპეციალურ პლატფორმას დონაციისთვის, რომლის საშუალებითაც შეძლებთ, გაიღოთ თანხა უკრაინის დასახმარებლად.
დეტალებს ფესტივალის დაანონსებისთანავე გაგაცნობთ.
უკრაინა ამ დიდ ბოროტებასთან ბრძოლაში გაიმარჯვებს. თავისუფლება აუცილებლად იზეიმებს!“, – ნათქვამია განცხადებაში.