უახლოეს პერსპექტივაში NATO-ს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯარებს გავგზავნით - ბაიდენი

პუბლიკა

აშშ „უახლოეს პერსპექტივაში“ ნატო-ს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯარებს გაგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ზუსტი თარიღი და არც ის, თუ რომელ ქვეყნებში გაიგზავნებიან ჯარისკაცები, თუმცა ბაიდენმა თქვა, რომ ჯარისკაცების რაოდენობა დიდი არ იქნება.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, პუტინს ახლა უკვე აქვს სამხედრო შესაძლებლობა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იმოქმედოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვჯერა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, გამოიყენოს ეს ძალები უკრაინის წინააღმდეგ, მას ახლა აშკარად აქვს ეს შესაძლებლობა და მის ხელთ არის მრავალი ვარიანტი, მათ შორის ქალაქებისა და მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება, მაგრამ ასევე იძულებითი ქმედებები ან პროვოკაციული პოლიტიკური აქტები, როგორიცაა სეპარატისტული ტერიტორიების აღიარება. მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული სახელმწიფო მედია საუბრობს აღმოსავლეთ უკრაინაში სავარაუდო ქმედებებზე. ეს პირდაპირ რუსული სათამაშო წიგნიდანაა და ისინი არ გვატყუებენ“, – აღნიშნა ოსტინმა ოსტინმა.

პენტაგონის ცნობით, აშშ-ს 8 500 ჯარისკაცი ევროპაში გადასხმისთვის სრულ მზადყოფნაში ჰყავს, რაშიც იგულისხმება: სამედიცინო, საავიაციო, ლოგისტიკური და სამხედრო მხარდაჭერა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორედ სამხედროების ამ ნაწილს შეეხება.