უამრავი შემთხვევა გვაქვს, როცა რუსი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქებში ქალებს აუპატიურებენ - კულება

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებში რუსი ჯარისკაცები ქალებს აუპატიურებენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

„როიტერსი“ იქვე წერს, რომ კულებას ამის მტკიცებულება არ წამოუდგენია და ვერც დამოუკიდებლად გადაამოწმეს ბრალდება.

„როცა ქალაქები იბომბება, როცა ჯარისკაცები აუპატიურებენ ქალებს ოკუპირებულ ქალაქებში – და ჩვენ უამრავი შემთხვევა გვაქვს, სამწუხაროდ, როცა რუსი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქებში ქალებს აუპატიურებენ – რთულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის ეფექტურობაზე საუბარი, მაგრამ ეს არის ცივილიზაციის ერთადერთი ინსტრუმენტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ომის შემოქმედები სამართლიანად დაისჯებიან“, – განაცხადა კულებამ ლონდონში.