უარი ვთქვათ საპარლამენტო მანდატებზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები - ელისაშვილის მიმართვა ოპოზიცია

პუბლიკა

ალეკო ელისაშვილმა პარტიის ოფისში პარტიის წევრთებთან ერთად განცხადება გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა და ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, უარი უნდა თქვან მადატებზე და უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

„პირველ რიგში ყველამ ვნახეთ, რომ გუშინ ჩატარდა ამაზრზენი არჩევნები. არჩევნები ტოტალური გაყალბების პირობებში მიდიოდა. ათეულობით ოქმი ვნახეთ, სადაც „ქართული ოცნების“ ხმები უბანზე მისულთა რაოდენობას ბევრჯერ აღემატებოდა. ტოტალურად ყალბდებოდა გადასატანი ყუთის მონაცემები. თბილისის შედეგები ამ წუთამდე გამოუქვეყნებელია.

რა არის გამოსავალი? გამოსავალი არის ის რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც გადალახა ზღვარი, საერთო კონსენსუსი აუცილებელია ამ საკითხზე და საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ კონსიტიტუციური სამართლებრივი საფუძველი იმის, რომ არ ჩატარდეს მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა და ავტომატურად დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, აუცილებელია, ეს არჩევნები ჩატარდეს ახალი საარჩევნო კომისიის ფარგლებში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.