უბედურება იყო, რაც ამ დღეებში თბილისში ხდებოდა! დამნაშავე ვართ ერიც და ბერიც - ზარქუა

პუბლიკა

„უბედურება იყო, რაც ამ დღეებში თბილისში ხდებოდა!.. და ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე – ერიც და ბერიც!”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა facebook-ზე წერს.

„დღეს კი, კიდევ უფრო უარესი ტრაგედიით დასრულდა – ახალგაზრდა ჟურნალისტის გარდაცვალებით… ვუსამძიმრებ ლაშქარავების ოჯახს, მათ ახლობლებს და tv პირველს! ასეთი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში! რამდენადაც ვიცი, ოჯახის ინიციატივით დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო და შესაბამის დასკვნებიც დაიდება კიდეც და სათანადო რეაგირებაც მოყვება სახელმწიფოს მხრიდან.. თუმცა მის სიცოცხლეს ეს მაინც ვერ დააბრუნებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს!”, – წერს დეპუტატი facebook-ზე.


დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.