„უბნის ბიჭები გამვლელს ეუბნებოდნენ, რომ უბანზე მისვლის სანაცვლოდ თანხა ჩაერიცხებოდა“ - ანა დოლიძე

პუბლიკა

თბილისის მერობის კანდიდატი, მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე ამტკიცებს, რომ თბილისში, ბეღლეთის ქუჩაზე, სადაც მან არჩევანი გააკეთა, ინციდენტს შეესწრო.

კერძოდ, დოლიძის ინფორმაციით, „უბნის ბიჭები“ გამვლელს ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულის ჩარიცხვას დაჰპირდნენ.

„დილის 10 საათზე მოვედი ჩემს საარჩევნო უბანში, აქ იდგნენ უბნის ბიჭები, რომლებიც ერთ-ერთ გამვლელს ეკითხებოდნენ, როდის მივიდოდა საარჩევნო უბანზე, თან უხსნიდნენ, რომ თანხა ჩაერიცხებოდა. „საქართველოს ბანკიდან“ გაშვებულია უკვე ფული, „ლიბერთი ბანკიდან“ ცოტა გაიჭედა და მალე ყველას ჩაგერიცხებათო“.

რომ ჩავეკითხე, რაზე საუბრობდნენ, მოვიდა მეორე პიროვნება და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. დიდი ალბათობით ეს არის სწორედ ხმების მოსყიდვის ის შემთხვევა, რაზეც ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით“, – ამბობს დოლიძე.

დოლიძის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.