უბნის მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზებამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო - ISFED

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნის მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზებამ და ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ამ დროისთვის, მსგავსი შემთხვევები 11 საარჩევნო ოლქის 18 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ასევე გამოვლინდა ამომრჩევლებისთვის ფოტოების გადაღების ფაქტებს. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.

ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკის გამოყენება.

ორგანიზაციის ცნობით, კვლავ ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები. რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა მარკირების წესის დარღვევის შემთხვევებიც. ცალკეულ უბნებზე რეგისტრატორები ბიულეტენებს დარღვევით გასცემდნენ.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია – 47 საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიებში – 33 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 21 შენიშვნა.