ევროპაში ახალი კორონავირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისის გამო, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, მაისში დაგეგმილი ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ევროპის ლიგის ფინალი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი გადადოს. ამის შესახებ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება გაუქმებული მატჩები. უეფას პრეზიდენტის, ალექსანდ შეფერინის ხელმძღვანელობით გაიმართა კონფერენცია დაინტერესებულ მხარეებს შორის. მათ განიხილეს ოპტიმალური შესაძლებლობები. ჯგუფი უკვე განიხილავს კალენდარს. განცხადება სათანადო დროს გაკეთდება.
მსოფლიოში საერთო ჯამში კორონავირუსის 372,611 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 16,313 და გამოჯანმრთელებულია 101,373 ადამიანი.