უფასო სასადილოების პროგრამაში ჩართვის მომლოდინეთა რიცხვი მაღალია - ომბუდსმენი

პუბლიკა

„უფასო სასადილოებთამ მიმართებით პრობლემურია ის, ყველა მოქალაქეს, ვისაც სურს რომ ჩაერთოს ამ პროგრამაში, ვერ ერთვება, რადგან ყველა საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ მომლოდინეთა რიცხვი მაღალია“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებს არ აქვთ სრულყოფილი მონაცემთა ბაზები, რეალურად რამდენი ოჯახი დგას უფასო კვების საჭიროების წინაშე.

„თუ რჩება საკვები, ადგილზე ვიზიტებით რასაც ვნახულობთ, როდესაც ყველა ბენეფიციარს, რომლებიც არიან სიაში, გაისტუმრებენ, შეიძლება დამატებით მიეცეს სხვა პირებს, თუმცა ყველა საჭიროებებს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს. სიები რაც აქვს მუნიციპალიტეტებს, ეს არის სიები იმ ადამიანებისა, რომლებიც უკვე რეგისტრირებულნი არიან როგორც უფასო სასადილოებში კვების ვაუჩერების მიმღებლები. თუმცა, რეალურად რამდენი ოჯახი დგას უფასო კვების საჭიროების წინაშე.. ამაზე ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ, ჩვენი ინფორმაციით, შესაბამისი სრულყოფილი მონაცემთა ბაზები არ ჰქონდა თვითმართველობის ორგანოებს. ტერიტორიული მისაწვდომომაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა, როდესაც სოფელში ცხოვრობს მოქალაქე და რაიონულ ცენტრში უწევს ჩამოსვლა, იმისთვის რომ მიიღოს პორცია უფასო სასადილოდან ფიზიკურად არ შეუძლია“, – განაცხადა მან.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით „უფასო სასადილოების“ შესახებ სურათი შემდგენაირია:

 

„მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს შესწავლილი თავის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების და ოჯახების საკვებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებები. აქედან გამომდინარე, არც ბიუჯეტში აქვთ გათვალისწინებული სათანადო კვებისთვის გამოყოფილი სახსრები, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ მომსახურების გარეშე რჩება“, – წერია ომბუდსმენის ანგარიშში.