UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია

პუბლიკა

UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აერპორტში მას გულშემატკივრები დახვდნენ, რის შემდეგაც დვალიშვილი ფილარმონიისკენ გაემართა, სადაც ის გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.

„ამას არაფერი შეედრება, მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი და ეს ჩემია და მინდა, ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში. მადლობა ყველას, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა და გპირდებით, კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია“, – განაცხადა დვალიშვილმა აეროპორტში.

მომდევნო დღეებში დაგეგმილია UFC-ის ქართველი ჩემპიონის პრესკონფერენცია და სხვადასხვა ღონისძიება.

15 სექტემბერს მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.