ვიდეო | უფლებადამცველი გიორგი დავითური აქციის დაშლისას დააკავეს

პუბლიკა

დილის 7 საათისთვის საპოლიციო ძალებმა აქციის დარბევა დაიწყო და აქციის მონაწილეებიც დააკავა.

დაკავებულთა შორის არის უფლებადამცველი გიორგი დავითური. ის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელია.

მისი დაკავების კადრები ასახულია „პუბლიკის“ ვიდეოში:

2 დეკემბერს საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დაშლა 6:30-ზე დაიწყო. სასტუმრო „რედისონთან“ განთავსებული საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირიდან, კოსტავას გამზირისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს გაეკიდნენ, რამდენიმე მონაწილე რუსთაველის გამზირზევე დააკავეს.