შინაგან საქმეთა სამინისტროს იფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.