დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ის პიროვნულ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არასოდეს გაურბის. ეს მან იმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გარკვეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მისი გადადგომის საკითხის დაყენებას ეხებოდა.
„მე არც პოლიტიკურ, არც პიროვნულ პასუხისმგებლობას არასოდეს არ გავურბივარ. უფრო დიდი თანამდებობიდან წავსულვარ, ვიდრე დღეს მიკავია. ამიტომ, მე არც მაშინებს ეს და არც მაკვირვებს. მხოლოდ და მხოლოდ მაინტერესებს, ვინც ამისკენ მომიწოდებს იმას ის საქმეები, რომლებიც მას უკეთებია უკეთ უკეთებია თუ არა როდისმე, ვიდრე მე დღეს ვაკეთებ.
თუ ისინი მეტყვიან, რომ უკეთესად ჩამანაცვლებენ და უნდათ ჩემი პოზიციის დაკავება, სიამოვნებით მივიღებ მათ რჩევას. მაგრამ ჯერჯერობით მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე. როცა მოსახლეობა მეტყვის, რომ მე უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ. მაგრამ იმ ხალხის მოწოდებით, ვინც დღეს მხოლოდ… არ მინდა რა, რომ პოლიტიკაში შევიჭრა… მე ბევრ ინფორმაციას ვფლობ ქვეყანაში ამ 30 წლის განმავლობაში, მოგეხსენებათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.