„წამალი ბავშვებს“ – პარლამენტთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია იმართება. აქცია მთავრობის კანცელარიასთან დაიწყო, სადაც მშობლები უკვე 11 დღეა ღამეს ათევენ და აქონდროპლაზიის მედიკამენტის შემოტანას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა კანცელარიიდან მსვლელობით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა. მშობლები სიტყვით გამოდიან და შეკრებილ მოქალქეებს მიმართვენ: „მე მმართავს ჩემი შვილი, მისი სიყვარული მმართავს და არ დავნებდებდი. ათი წელი ველოდი ამ მედიკამენტს, “- თქვა ერთ-ერთმა მშობელმა.
სიტყვით გამოსვლისას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედამ ქეთევან ბეგიაშვილმა თქვა, რომ ისინი არ დანებდებიან.
„ჩვენ ბედნიერი დედები ვართ, ჩვენ ეს შევძელით ის სამასი ბავშვი დღეს რომ დაფინანსდა – ონკოლოგიური პაციენტები, ეს ჩვენ შევძელით. ძალიან გამიხარდა ეს როდესაც მოვისმინე. ვიფიქრე ახლა რომ იტყვიან აქნდროპლაზიის ბავშვებსაც დავაფინასნებთ რომელ დედას ჩავეხუტო პირველი- მეთქი. ერთდროულად გადიოდა ჩემი და პრემიერის კადრები. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ შევძელი მისი მოსმენა … მაშინ მოვკვდი, კიდევ მეორედ მოვკვდი. იცით რამდენჯერ ვარ მკვდარი? მაგრამ გავცოხლდი. არ შევეგუები არა არსებობს. უფრო მეტ ქალამანს ჩავიცვამ “- თქვ მან.
მშობლებმა აქციაზე თქვეს, რომ მთავრობას აძლევენ ვადას, რომ 1 სექტემბრამდე ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ შემოვიდეს.
აქციაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები, მათი მშობლები, ახლობლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები.