უფრო მეტად გონივრული იქნებოდა სახლში ლოცვა - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ამბობს, რომ მთავრობა ეკლესიასთან კომუნიკაციაშია, მაგრამ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით დეტალებზე ჯერ არ შეთანხმებულან.

„მე ვთვლი, რომ თუ ხარ მორწმუნე, გწამს ყველგან და შეგიძლია, ილოცო როგორც სახლში, ასევე ტაძარში. ამ შემთხვევაში,  რა თქმა უნდა, უფრო მეტად გონივრული იქნებოდა სახლში ლოცვა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამღვდელოება ჩვენთვის ილოცებს ტაძრებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  188 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 39 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 2 ადამიანი.