ლიფტის ხარისხზე საუბრისას, ჩვეულებრივ, ტექნიკურ მახასიათებლებზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის, სიჩქარეზე, ენერგომოხმარებაზე და ა.შ. ეს მონაცემები, ცხადია, უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ მოწყობილობის ხარისხი იმ დროს, როცა მას სართულებს შორის გადასაადგილებლად იყენებენ, სხვაგვარად იზომება: იგრძნობა თუ არა კაბინის დაძვრა? ან მძიმედ ხომ არ მოძრაობს? სწორედ ამ საკითხს ეხმიანება ამ ინდუსტრიის ლიდერი მწარმოებლის, FUJISJ-ის, ცნობილი კონცეფცია „Feltless Elevator”, ანუ „უგრძნობი ლიფტი”.
FUJISJ ჩინეთისა და იაპონიის ერთობლივი პროექტია, რომელიც 2021 წელს იაპონური Fuji Machinery & Electric Co., Ltd.-ის ჩინურ კომპანიასთან შერწყმით დაარსდა. კომპანია საინჟინრო გამოცდილებას ჩინურ სამრეწველო შესაძლებლობებთან აერთიანებს. ამ კომბინაციის შედეგია საშუალო და მაღალი კლასის ლიფტები, რომლებიც ერთდროულად საიმედოობით, მაღალი ტექნოლოგიურობითა და ხელმისაწვდომობით გამოირჩევა.
იაპონური ინჟინერიისა და ჩინური წარმოების ეს კომბინაცია ქართულ ბაზარს ლიფტების კომპანია CLC Elevator-ის წყალობით კონკრეტულ შედეგს სთავაზობს: საიმედო, ენერგოეფექტურ და კომფორტულ ტრანსპორტს, რომელიც შენობის დანიშნულებასა და მისი მაცხოვრებლების მოთხოვნებს პასუხობს.
„უგრძნობი ლიფტი” მარკეტინგული კამპანიის ნაწილი არ არის და ეს იდეა ტექნოლოგიურადაც გამართულია. FUJISJ-ის ინჟინრები იყენებენ ვიბრაციის ჩამხშობ მოწყობილობებს კაბინის ძირსა და ჩარჩოს შორის, რაც მოძრაობისას წარმოქმნილ რხევას მინიმუმამდე ამცირებს. მართვის სისტემა 32-ბიტიან ქსელურ მიმდევრობით საკომუნიკაციო ტექნოლოგიაზეა აგებული. ეს ნიშნავს, რომ კაბინის დაძვრასა და გაჩერებას მგზავრი ფაქტობრივად ვერ გრძნობს. FUJISJ პოზიციონირებს, როგორც ლიდერი კომპანია, რომელმაც დიზაინი, ტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტი ამ სფეროში დააინტეგრირა.
ეს ტექნოლოგია სიჩქარეს ზუსტად არეგულირებს, ენერგომოხმარებას 30-40%-ით ამცირებს და მგზავრს კომფორტულ გადაადგილებას სთავაზობს. ენერგოეფექტურობა, თავის მხრივ, FUJISJ-ის „მწვანე ლიფტის” იდეის ნაწილია. ბრენდი ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს მუდმივად ავითარებს.
FUJISJ-ის კატალოგი მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების მოდელებს.
- სამგზავრო ლიფტები განკუთვნილია საცხოვრებელი და საოფისე შენობებისთვის. VVVF (ცვლადი ძაბვისა და ცვლადი სიხშირის) ტექნოლოგია, რომელიც ამ მოდელებში გამოიყენება, მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს.
- სატვირთო ლიფტები შექმნილია ქარხნების, საწყობების, სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი საცხოვრებელი კომპლექსებისთვის. მათი ტვირთამწეობა 1000-დან 5000 კგ-მდეა. კონსტრუქციულად ეს მოდელები გაძლიერებული ჩარჩოთი, გამძლე კაბინითა და ფართო კარებით გამოირჩევა, რაც დიდი ზომის ტვირთის მოძრაობას ამარტივებს.
- ცალკე კატეგორიაა სახლის ლიფტები, რომლებიც კერძო საცხოვრებელი შენობებისთვის არის შექმნილი. მათი ტვირთამწეობა 320 კგ-მდეა და ერთდროულად 2-3 მგზავრის გადაყვანა შეუძლია., კომპაქტური ზომის გამო მინიმალური სამშენებლო ჩარევა სჭირდება და თითქმის უხმაუროდ მუშაობს. ენერგომოხმარების თვალსაზრისით, ეს მოდელი 220V-იან სტანდარტულ საყოფაცხოვრებო ქსელზე მუშაობს და დაახლოებით იმდენ ენერგიას ხარჯავს, რამდენსაც ერთი მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
FUJISJ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა საგარანტიო პირობებია. ბრენდი ორ ძირითად კომპონენტზე – ინტეგრირებულ მართვის კარადასა და კარის ოპერატორზე 6-წლიან გარანტიას იძლევა, რაც ექსპლუატაციის ხარჯებს მინიმუმამდე ამცირებს.
FUJISJ-ის ლიფტები საქართველოშიცაა. მისი ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი CLC Elevator-ია. კომპანია სრულად პასუხისმგებელია ბრენდის პროდუქციის მიწოდებაზე, მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერაზე ქვეყნის მასშტაბით. CLC Elevator-თან თანამშრომლობით, დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ FUJI-ის სრულ კატალოგზე ჰქონდეთ წვდომა, იქნება ეს სამგზავრო, სატვირთო და საყოფაცხოვრებო მოდელები თუ ესკალატორები.
FUJISJ-ის მოდელები, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად ირჩევა. კაბინის დიზაინი, კარები და სამართავი პანელი ადაპტირებადია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოწყობილობა შენობის ინტერიერთან სრულ თანხვედრაში იყოს. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, CLC-ის კვალიფიციური თანამშრომლები მომხმარებელს ყოველთვის მათზე მორგებულ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან.