ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზე თვითმმართველობის არჩევნების II ტურის შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
ფოთში დათვლილია უბნების 33%-ზე მეტი. მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:
-
ბექა ვაჭარაძე – „ქართული ოცნება“ – 59%;
-
გიგი უგულავა – ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი – 41%.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.