უგულავა ილია II-ს: (ივანიშვილის) ქება-დიდება დამამცირებელია დედა ეკლესიისთვის

პუბლიკა

„ბუნებრივია თქვენი უფლებაა მადლობა გადაუხადოთ ყველა ქტიტორს, მაგრამ როცა ეს ადამიანი უმაღლესი ხელისუფალია, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა, ხალხს არჩევანი წაართვა, დაპირდა, მერე მოატყუა და საპასუხოდ დაუსრულებლად არბევს, ქება დიდება ძალზედ დამამცირებლად სჩანს დედა ეკლესიისთვის. ასეთ ვითარებაში თუ ხმას არ ვიმაღლებთ, ოქროდ დაფასებული დუმილი სჯობს” – მიმართავს „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ილია მეორეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე წირვის შემდეგ, ქადაგებისას, ტაძრის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილი დალოცა.

უგულავა პატრიარქს იმასაც ახსენებს, რომ ივანიშვილს „2003 წლამდე და შემდგომ არაერთხელ დაუდანაშაულებია აწ გარდაცვლილი ირაკლი ანდრიაძე (სამების ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი) და მთლიანად საპატრიარქო სამების ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების მითვისება-გაფლანგვაში”.

„თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ხომ იცით ეს ყველაფერი”. – წერს უგულავა ფეისბუქზე.