უგულავა: მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაგვესხნენ

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა Facebook-ზე წერს, რომ მას და მის თანაგუნდელს, საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს აეროპორტის შენობაში თავს უცხო პირები დაესხნენ და გაბაშვილს მუხლი დაუზიანდა.

„მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. გოკას მუხლი დაუზიანდა. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი“, – წერს უგულავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ ინფორმაცია დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, გამოსაკითხად გადაყვანილია ინციდენტში მონაწილე 2 პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2654297277997275&set=a.596691730424517&type=3&theater