უგულავა პოლიტიკოსი რომ არ იყოს, მაშინაც პოლიტიკური დევნა იქნებოდა? - მათიკაშვილი

პუბლიკა

„უგულავა პოლიტიკოსი რომ არ იყოს, მაშინაც პოლიტიკური დევნა იქნებოდა”? – ორჯერ გაიმეორა ეს კითხვა ქართული ოცნების დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა “TV პირველთან” ინტერვიუში.

მისი თქმით პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის, და რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მისი აზრით ქართული სასამართლო ვითარდება და რეფორმირდება, და მართლმსაჯულება საკმაოდ მაღალ დონეზე დგას.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ უგულავას დაპატიმრებამ მოლაპარაკებებს ხელი არ უნდა შეეშალოს და ოპოზიცია მათ შეთავაზებას უნდა დათანხმდეს.

დღეს, 18:00 საათზე უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.  სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.