„უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმარია. მისი დაკავება მხოლოდ ჩვენთვის მიუღებელი ფაქტი არ არის, უგულავას დაკავება ეს არის სილა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააწნეს“, – ასე შეაფასა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავება „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
„მაშინ, როცა მათ {დასავლელ პარტნიორებს} ძალიან მკვეთრი აზრი გამოხატეს იმის თაობაზე, რომ საქართველოში ძალიან მკვეთრად ირღვევა დემოკრატიის პრინციპები; მაშინ, როდესაც თითქოს ამ მიმართულებით მოსაგვარებლად ჩასული იყო იქ პარლამენტის თავმჯდომარე, აი ასეთი ფორმით – როდესაც პროკურორი არის მოსამართლე და ასამართლებს ერთსა და იმავე საქმისთვის პოლიტიკოსს, ძალიან ნათელი მესიჯი იქნა გაგზავნილი დასავლეთისკენ… ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ვითარება აქედან უნდა დავინახოთ.
ასეთი ნათელი გზავნილი, რომ თქვენი აზრი ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო, საქართველოს არცერთი ხელისუფლების დროს არ გაუგზავნია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის. ასეთი მესიჯის ფონზე ვითარება რუსეთის გარეშე აღარ დალაგდება. თუ შენ ივიწყებ დასავლეთს, თამაშის სხვა არეალი არის რუსეთი. ამ კონტექსტში დაკავებული უგულავა და ასე დაკავებული უგულავა, მარტო ჩვენთვის გაწნილი სილა არ არის. ეს არის ნათლად მითითება იმ ადამიანებისთვის, რომ საერთოდ მათი აზრი საინტერესო არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
“გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობაზე”- ოპოზიცია მოლაპარაკებებს წყვეტს
10 თებერვალი, 2020
„სიბრიყვისა და შიშის კომბინაცია” – უგულავას შეფასება მის დაჭერაზე
10 თებერვალი, 2020
გუშინ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ უგულავას დამატებით 3 წლითა და 2თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.