რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე კანდიდატს, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკლ უოლცს მოუწოდებს, „პრიორიტეტი მიენიჭოს აშშ-ს სამართალდამცავი მექანიზმების გამოყენებას ქართული სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემების გამოსავლენად და ჩასაშლელად, თაღლითური ქოლ ცენტრებისა და „ქართული ოცნების“ სხვა უკანონო საწარმოების“.
წერილი მოიპოვა Fox News-მა და მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ის მოუწოდებს მომავალ ადმინისტრაციას, გაავრცელოს აღნიშნული სანქციები „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ოჯახის უახლოეს წევრებზე და ახლობლებზე:
„ეს არის საკვანძო შესაძლებლობა ჩვენი საერთო მიზნების წინსვლისთვის, მსოფლიოს მასშტაბით დავიცვათ დემოკრატია და წინააღმდეგობა გავუწიოთ მავნე გავლენას. თუ საქართველო ქართველი ხალხის მმართველობას დაუბრუნდება, აგრესორების ცულებს ჩამოერთმევათ მნიშვნელოვანი ძალის გამრავლება“, – ნათქვამია წერილში.
„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე მედიაში გავრცელებულ ცნობას X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის მტრების მიერ შეურაცხყოფას არ მიიღებს.
2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა „ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.