რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას მოუწოდებს, ამ ეტაპზე არ ჩავიდეს თბილისში. მან X-ზე გაავრცელა წერილი, რომლითაც კაუმას მიმართა.
„ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს გამოიყენებს როგორც მათი ავტორიტარული მიტაცების ლეგიტიმაციის საშუალებას. ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული არ უნდა იქნას გამოყენებული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის“, – წერს უილსონი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარსაა დაგეგმილი. აღნიშნულს გამოეხმაურა ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი, რომელმაც X-ზე დაწერა, რომ ეს „კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია“.