აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა გამოხატა თავისი მხარდაჭერა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის მიმართ. ამასთან, მიმართა „ქართულ ოცნებას”, არ გამოიყენოს ძალა პროტესტის ჩასახშობად.
„გუშინ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუერთდა ქართული ოპოზიცია, რათა გამოეცხადებინა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არის არალეგიტიმური, ამასთან, მოეწოდებინა ქართველი ხალხისთვის, რომ გამოსულიყვნენ ქუჩაში და გაეპროტესტებინათ და მოეთხოვათ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზის გადარჩენის ბრძოლაში.
მე ვდგავარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში და ვაფრთხილებ „ქართული ოცნების” მთავრობას, არ გამოიყენოს ძალადობა პროტესტის გასაჩუმებლად. მსოფლიო გიყურებთ”, – აღნიშნავს ის.