უკან გადავურიცხეთ 67 ათასი ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ე.წ. ხელფასებისთვის ნულოვან უბნებზე - ნათელაშვილი

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 26 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან  სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა ის 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაცემულიყო ე.წ. ხელფასებისათვის ნულოვან უბნებზე.

„უკან გადავურიცხეთ 67 ათასი ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ე.წ. ხელფასებისთვის ნულოვან უბნებზე, ანუ უბნებზე, სადაც რეჟიმმა გაგვიყალბა არჩევნები ურცხვად, არ დაგვიწერა არცერთი ხმა ან ჩვენმა წარმომადგენლებმა გვიღალატეს. მე მოვითხოვ, ეს 67 ათასი ლარი დაიხარჯოს უფასო სასადილოს ბენეფიციარების გამოკვებაზე, რომლებიც წლებია ქრონიკულად შიმშილობენ”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

პარლამენტის დეპუტატების ნაწილს, ბოიკოტის მიუხედავად, ხელფასი ჩაერიცხა. ხელფასის ჩარიცხვის შესახებ გუშინ ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ გაავრცელა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩარიცხული ხელფასი ხაზინის ანგარიშზე უკან გადარიცხა.