უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია - სუსი

პუბლიკა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზი”. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტიორებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკიარებათ, “- ამბობენ სუსში.