გახარია-საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპოლიციო ძალები და არაფორმალური დაჯგუფებები უმიზეზოდ ძალადობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე.
გიორგი გახარია ამბობს, რომ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები ივანიშვილის მძევლები არიან.
„ორგანიზებულად საპოლიციო ძალებმა და არაფორმალურმა დაჯგუფებებმა, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. იტაცებდნენ უმიზეზოდ მშვიდობიან მოქალაქეებს, ძალადობდნენ და ეს იყო ყველა ნორმის, ადამიანის უფლებების გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.
ფაქტობრივად, ის, რაც დღეს ხდება, ყველანაირ კონტროლსა და კანონს მიღმაა. სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლება თავად აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად ქაოსის საზღვარზე ვდგავართ.
უნდა ვაღიაროთ, რომ ივანიშვილს, როგორც ჩანს, მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და ამ სისტემაზე უკანონო დავალებებით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა, ის 500-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც დღეს არის დაპატიმრებული. უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები, რომლებიც არიან ივანიშვილის მძევლები.
დღეს, ჩვენ არ ვიცით ზუსტი ციფრი ამ ადამიანების, ესენი 500 ადამიანი და ცოტა მეტია, არ ვიცით რამდენია დაშავებული ან სად მკურნალობენ. ფაქტობრივად, დღეს, დე ფაქტო ხელისუფლება ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე”, – განაცხადა გახარიამ.