უკეთესი იქნებოდა, მოეწოდებინათ მრევლისთვის ვაქცინაციისკენ - იმნაძე ეკლესიის ოპზიციაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში ვაქცინაციასა და ეკლესიის პოზიციაზე ისაუბრა.

როგორც პაატა იმნაძე ამბობს, მისი შეფასებით, უკეთესი იქნებოდა, თუ ეკლესია მრევლს ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, რადგან, მისი თქმით, არიან სასულიერო პირები, რომლებიც აშკარად ანტივაქსერულ პროპაგანდაში არიან ჩართულები.

„ეკლესიის პოზიცია კიდევ ერთხელ გამოიხატა, რამდენადაც ვიცი, გუშინ, თუ არ ვცდები, თქვეს, რომ არ არიან ვაქცინაციის წინააღმდეგები. ეს არის ოფიციალური პოზიცია, რომ ჩვენი ეკლესია, წმინდა სინოდი არ არის ვაქცინაციის მოწინააღმდეგე. რა თქმა უნდა, ჩვენ გაცილებით უფრო გაგვიხარდებოდა, რომ კურთხევა მიეცათ ვაქცინაციაზე მრევლისთვის. იმიტომ, რომ არიან სამწუხაროდ ისეთი მამაოები, რომლებიც აშკარად ანტისავაქცინაციო პროპაგანდაში არიან ჩართულები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან  უკეთესი იქნებოდა, მოეწოდებინათ მრევლისთვის ვაქცინაციისკენ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს ექიმების საქმეაო,“ – ამბობს პაატა იმნაძე.