უხერხულია, კარგად არ გამოიყურება სიტუაცია, ის ხომ მაინც პრეზიდენტი იყო - ლუკაშენკა სააკაშვილზე

პუბლიკა

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაცია „მთლად კარგად ვერ გამოიყურება“ და „ამ დონემდე მისვლა უხერხულია“. ამის შესახებ ლუკაშენკამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას ისაუბრა.

„ეს სიტუაცია მთლად კარგად არ გამოიყურება, იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფრის მიუხედავად ის პრეზიდენტი იყო. ასე რომ, უბრალოდ უხერხულია მიაღწიო ამ დონეს“, – განაცხადა ლუკაშენკამ ბჟანიასთან შეხვედრისას.

ლუკაშენკა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსკოვში შეხვდა. აფხაზური დელეგაცია, ბჟანიას ხელმძღვანელობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავის წინ რუსეთსა და ბელარუსში ვიზიტებს მართავს.