უკრაინა არ დანებდება. გვაჩვენეთ სოლიდარობა საქმით - უკრაინის საგარეოს კიდევ ერთი მოწოდება

პუბლიკა

„უკრაინა არ დანებდება. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის ევროკავშირის აღმოსავლეთის ფრონტზე. გვაჩვენეთ თქვენი სოლიდარობა, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებებით“, – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ავრცელებს განცხადებას და ახსენებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ევროპის მომავალი წყდება უკრაინაში.

უკრაინა მოუწოდებს მსოფლიოს ლიდერებს, რომ:

  • „მასიური სანქციები დააწესეთ რუსეთის მისამართით;
  • დაბლოკეთ რუსეთი SWIFT-იდან;
  • რუსეთი იქნას ამოღებული უშიშროების საბჭოდან — გაეროს მუდმივმოქმედი ორგანოდან და ასევე, სხვა საერთაშორისო ფორუმებიდან;
  • დაუჭირეთ მხარი უკრაინას იარაღით, საწვავითა და ფინანსებით;
  • გააძევეთ რუსეთის ელჩები მთელი მსოფლიოს მაშტაბით და შეწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა“. – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.