„საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რაც გააძლიერებს ქვეყანას. ამის მაგალითი პირდაპირ უკრაინაა. თუ არა ერთობა, უკრაინა დღეს დამარცხებული იქნებოდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სვანეთში განაცხადა,
მისი თქით, ეროვნული თანხმობისთვის ის მუდმივად გაიღებს ძალისხმევას, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთაა.
„ვიცი, რომ ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა. საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რაც გააძლიერებს ქვეყანას. ამის მაგალითი პირდაპირ უკრაინაა. თუ არა ერთობა, უკრაინა დღეს დამარცხებული იქნებოდა და თუ აქამდე გაძლო (და თუ ნაწილობრივ უკვე გამარჯვებულია და ვუსურვებ სრულიად გამარჯვებას), ეს იმიტომ, რომ ერთიანი იყო, ერთიანი არის და ერთიანი იქნება. ეს ჩვენც შეგვიძლია. საუკუნეების განმავლობაში, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია და ეს არ შეიძლება დავივიწყოთ“, – თქვა მან.