უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

პუბლიკა

უკრაინა დღეს, 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ამ დღეს სხვადასხვანაირად ვხვდებით. ვიღაც სანგრებში, ტანკებსა და ბმპ-ში, ზღვასა და ჰაერში. ისინი იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წინა ხაზზე.

ვიღაც გზაშია, მანქანაში, სატვირთოებსა და მატარებლებში. ისინი იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, რათა გააკეთონ ის, რაც ეჭიროებათ წინა ხაზზე მყოფებს.

და ვიღაცა სმარტფონით ან კომპიუტერით იბრძვის დამოუკიდებლობისთვის – ცდილობს ფინანსების მოძიებას, რათა წინა ხაზზე მყოფებს მიაწოდონ, რაც სჭირდებათ.

ჩვენ ამ დღეს სხვადასხვა გარემოებებში, პირობებში და სხვადასხვა დროის ზონაში ვხვდებით, მაგრამ ერთადერთი მიზანი გვაქვს – შევინარჩუნოთ უკრაინის დამოუკიდებლობა და გამარჯვება! ჩვენ ერთად ვართ გაერთიანებული. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა!“, – ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი.