უკრაინა დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაშია. პრემიერის ვიზიტი დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული - კობახიძე

პუბლიკა

„პრაქტიკულად, უკრაინის ხელისუფლება დღემდე საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაშია. ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში გარკვეულ დაბრკოლებებთან არის დაკავშირებული“, – განუცხადა  იმედის კვირას“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, შეკითხვის პასუხად, თუ რატომ არ ჩადის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში.

„რატომ არ ჩადის, მაგალითად, ევროკავშირის წევრი უამრავი ქვეყნის პრემიერი [უკრაინაში]? ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში არის ერთი კონკრეტული მნიშვნელოვანი ფაქტორი. მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს, ეს არის ის ფაქტი, რომ ელჩი თანამდებობიდან ჯერ გაიწვიეს ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ საერთოდ გაათავისუფლეს, თუმცა აქტი, როგორც ვიცი, არც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.