უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტვიტერზე“ წერს.
„მიხეილ სააკაშვილი თავის 55-ე დაბადების დღეს რთულ ვითარებაში აღნიშნავს. უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს. მიხეილ სააკაშვილს ვუსურვებ ძალასა და სიმტკიცეს, სწრაფ გამოჯანმრთელებასა და კარგ ჯანმრთელობას. დაე, ყველა შენი უბედურება წარსულში დარჩეს რაც შეიძლება მალე”, – წერს ერმაკი.
„ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არის შეურაცხყოფა, ეს არ შეეფერება საქართველოს და უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ მიმართა საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში.