უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო twitter-ზე წერს.
#OTD 14 years ago Russia launched an aggression against Georgia, which led to occupation of Abkhazia & the Tskhinvali region/South Ossetia. Ukraine stands with ?? supporting its sovereignty/ territorial integrity.
????? stronger together against a common aggressor ??. @MFAgovge— MFA of Ukraine ?? (@MFA_Ukraine) August 7, 2022
„14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს, მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
უკრაინა და საქართველო ერთად უფრო ძლიერები არიან საერთო მტრის წინააღმდეგ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2008 წელს რუსეთმა არ მიიღო სათანადო პასუხი საერთაშორისო საზოგადოებისგან, რის შემდეგაც რუსეთმა გააგრძელა აგრესიული ქმედებები უკრაინაში, დაიკავა ყირიმი და დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ნაწილი. ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის მკაცრი დაცვისა და იმ ქვეყნების სრული მხარდაჭერით, რომლებზეც მოსკოვი ახორციელებს აგრესიას. რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი“, – წერს უკრაინული მედია უკრიანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით.