რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება. შესაბამის განცხადებას Facebook-ზე ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, უკრაინული დელეგაციის წევრი დავით არახამია ავრცელებს.
დავით არახამიას განცხადებით, გადაწყვეტილება ვიდეო ფორმატში მოლაპარაკებისას მიიღეს, მოლაპარაკებები 28-30 მარტს ჩატარდება.
მისივე თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.