უკრაინა, სულ მცირე, მილიონმა ადამიანმა დატოვა - ევროკომისია

პუბლიკა

„ამ დროისთვის უკრაინა, სულ მცირე, მილიონმა ადამიანმა დატოვა“, – ამის შესახებ ინფორმაცას ევროკომისია ავრცელებს.

ევროკომიის განცხადებით, ევროკავშირი ადამიანებს, რომლებსაც რუსეთის აგრესიის გამო ქვეყნის დატოვება მოუწიათ, სთავაზობს დაცვას, მისცემს მათ ბინადრობის უფლებას, საცხოვრებელსა და სამუშაოზე ხელმისაწვდომობას, ჰუმანიტარულ დახმარებას.

ევროკომისია აცხადებს, რომ ლტოლვითა რიცხვი გაიზრდება და ევროკავშირი მზად უნდა იყოს სასტიკი ომის დამანგრეველი შედეგებისთვის.