უკრაინა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, „აზოვსტალში“ რუსებმა ქიმიური იარაღი გამოიყენონ

პუბლიკა

რუსეთს „აზოვსტალში“ მყოფი უკრაინის დამცველების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე უარი არ უთქვამს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

უწყების ვარაუდით, შესაძლოა, აზოვსტალის საწარმოს ტერიტორიაზე მყოფების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენონ. მათი ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა, საწარმოს ტერიტორიიდან უკრაინის დამცველების და მოქალაქეების გაყვანა მოხდეს.

უკრაინის სახელმწიფო უწყების ცნობით, ამისთვის რუსეთი საარტილერიო და საავიაციო დარტყმებს და საბრძოლო ტოქსიკური ნივთირებების გამოყენებას გეგმავს.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მზად არიან, „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან. მათი მკტიცებით, ცეცხლი შეწყდება და მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემათ. ოპერაციის დასაწყებად უკრაინულმა მხარემ თეთრი დროშა უნდა აღმართოს.

მარიუპოლიდან, აზოვსტალიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამუდმებით იშლება და ფერხდბა. მოსახლეობის გაყვანა ვერც აღდგომას ან წინა დღეებში მოხერხდა.