უკრაინის საგარეო უწყება ოკუპირებულ ცხინვალში დღეს გამართულ ე.წ. არჩევნებს მკაცრად გმობს და აღნიშნავს, რომ მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციას.
„რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე უკანონო არჩევნებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის საფუძველი შექმნას“ – აცხადებს უწყება.
უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება, ასევე გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება ისევე როგორც დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში
„დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და მათი მკაცრი დაცვა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება მალე აღდგენას“, – აღნიშნულია განცხადებაში.