უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის თქმით, უკრაინამ ახალი უპილოტო საფრენი აპარატები „ბაირაქტარები“ მიიღო და უკვე საბრძოლო მდგომარეობაში ჰყავს. რეზნიკოვის თქმით, ამის გარდა გზაშია „სტინგერებისა“ და „ჯაველინების“ ახალი პარტიაც.
თურქული წარმოების „ბაირაქტარებს“ უკრაინა რუსეთთან დაპირისპირებაში უკვე იყენებდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენჯერმე გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ ანადგურებს რუსულ სამხედრო ტექნიკას უპილოტო საფრენი აპარატი.