უკრაინამ ევროკავშირთან, ლიტვასთან და ესტონეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა

პუბლიკა

ევროკავშირმა და მისმა ორმა წევრმა ქვეყანამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან უსაფრთხოების შეთანხმებებს ხელი დღეს, 27 ივნისს, ბრიუსელში მოაწერეს.

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირთან შეთანხმება აყალიბებს ბლოკის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში, მათ შორის, იარაღის მიწოდება, სამხედრო წვრთნა, თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობა და განაღმვა.

აღნიშნული მიზნად ისახავს შეავსოს უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის უკვე დადებული შეთანხმებები, რათა უკრაინამ გააძლიეროს თავდაცვა რუსეთის შემოჭრისგან.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ვონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, სამხედრო წვრთნებსა და დახმარებას, რაც უკრაინას აგრესიული ომისგან დასაცავად და მომავალი თავდახმების შესაკავებლად სჭირდება.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების შესახებ.

ჩვენ პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას, სამხედრო წვრთნებსა და დახმარებას, რომელიც უკრაინას სჭირდება აგრესიული ომისგან თავის დასაცავად და ყოველგვარი მომავალი თავდასხმის შესაკავებლად.

ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გრძელვადიანი პერსპექტივა გვაქვს“, – წერს ურსულა ვონ დერ ლაიენი თავის X-ზე.

 


სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინასთან მსგავსი შეთანხმებები უკვე დადეს. Reuters-ის ინფორმაციით, ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ აღნიშნული შეთანხმებები არ უიგივდება ნატოს ქვეყნებს შორის ორმხრივი თავდაცვის პაქტებს, თუმცა, არის დაოირებები, რომ უკრაინა იარაღითა და სხვა დახმარებით უზრუნველყონ.