უკრაინამ კიევისკენ ნასროლი 31 რუსული რაკეტა გაანადგურა

პუბლიკა

უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის მიმართულებით ნასროლი 31 რაკეტა გაანადგურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 21 მარტის ღამეს ოკუპანტებმა კიევის 2 ისკანდერის ტიპის და 29 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს.

მათი ცნობით, წარმატებული სამხედრო ღონისძიებების შედეგად, კიევის ოლქში ყველა რაკეტა მოიგერიეს.

უკრაინული მედიები წერენ, რომ 44-დღიანი პაუზის შემდეგ ეს კიევზე განხორციელებული პირველი შეტევა იყო.

საჰაერო განგაში მთელი ოლქის მასშტაბით 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.