უკრაინამ კურსკში, რუსული ჯარის პოზიციებზე იერიში ამერიკული ბომბებით მიიტანა

პუბლიკა

უკრაინა აცხადებს, რომ 22 აგვისტოს ამერიკული ბომბებით GBU-39 კურსკის ოლქში რუსული ჯარის პოზიციები დაბომბა. ეს მაღალი სიზუსტის ამერიკული ბომბებია.

ინფორმაცია და დარტყმების ამსახველი ვიდეო უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, მიკოლა ოლეშუკმა გამოაქვეყნა.

ამ იარაღის გამოყენების ვიდეო გამოაქვეყნა მიკოლა ოლეშუკმა – უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა.

ვიდეოში, ოლუკის ცნობით, ასახულია, როგორ დაიბომბა რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონების მართვის და რადიო-ელექტრონული ბრძოლის პუნქტი. პუნქტში და მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული ტექნიკა, შეიარაღება, ამასთან, ადგილზე იყო 40-მდე რუსი სამხედრო.

გარდა ამისა, უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე პროლეტარსკეს ნავთობბაზაზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა. ნავთობობიექტზე ცეცხლს უკვე რამდენიმე დღეა, ვერ აქრობენ.

უკრაინული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმა მოსკოვის დროით დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა.

ნავთობის საცავში ხანძარი 18 აგვისტოს გაჩნდა. არსებობს ხანძრის გავრცელების საფრთხე.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებენ, რომ ჩამოაგდეს 7 უკრაინული დრონი – 4 ბელგოროდის, 3 კი – კურსკის ოლქში.