უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართა - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით უკვე ოფიციალურად მიმართა ჰააგაში მდებარე გაეროს საერთაშორისო სასამართლოს.

„უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს (ICJ). რუსეთმა პასუხი უნდა აგოს გენოციდის მნიშვნელობის დამახინჯებისთვის აგრესიის გასამართლებლად. ვითხოვთ სწრაფ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთს მიუთითებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ და ველით, რომ სასამართლო სხდომები მომდევნო კვირიდან გაიმართება“, – აცხადებს ზელენსკი.