უკრაინამ საჰაერო სივრცის დიდ ნაწილზე კონტროლი შეინარჩუნა - ბრიტანეთის დაზვერვა

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინამ მოახერხა, რომ ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის თავზე საჰაერო სივრცის დიდ ნაწილზე კონტროლი შეენარჩუნებინა.

რუსეთმა ვერ შეძლო, ეფექტიანი დარტყმა მიეყენებინა უკრაინის საჰაერო ძალებისთვის ან გაენადგურებინა უკრაინის საჰაერო თავდაცვა. შესაბამისად, უკრაინის თავზე რუსული თვითმფრინავებს დავალებების შესრულება უჭირთ.

„რუსეთის საჰაერო აქტივობები ძირითადად მიმართულია უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებზე, რომ მხარი დაუჭირონ სახმელეთო ძალებს. რუსებს ძალიან შეზღუდული წვდომა აქვთ უკრაინის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებზე, რაც ხელს უშლით, მიიტანონ იერიშები უკრაინის სიღრმეში“, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ასევე ბრიტანული უწყების ინფორმაციით, მარიუპოლზე რუსეთის საჰაერო ძალებს უმართავი ბომბებით მიაქვთ იერიშები, რომლებიც ნაკლები სიზუსტით გამოირჩევა და მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის რისკს ზრდის.